26 ოქტომბერს აგენტოკრატიის უდიდესი შეტევა იქნება დემოკრატიულ საარჩევნო პროცესზე მრავალგვარი პროვოკაციით. ქრისტიანულ, სუვერენულ და თავისუფალ საქართველოზე თავდასხმა მოგერიებული იქნება საზოგადოების ერთობით და საარჩევნო უბნებზე მისვლით, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სხვადასხვა სახის პროვოკაციას შეეცდებიან, მათ შორის – საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნას, ბიულეტენების მოპარვას, დაზიანებას და ქუჩაში დაგდებას, ასევე, ე.წ. კარუსელების იმიტაციას და ა.შ.
„26 ოქტომბერს აგენტოკრატიის უდიდესი შეტევა იქნება დემოკრატიულ საარჩევნო პროცესზე მრავალგვარი პროვოკაციით. ქრისტიანულ, სუვერენულ და თავისუფალ საქართველოზე თავდასხმა მოგერიებული იქნება საზოგადოების ერთობით და საარჩევნო უბნებზე მისვლით. ნაცავაზაკები რამდენიმე სახის პროვოკაციას შეეცდებიან, კერძოდ: საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა; ელექტრონული საარჩევნო ყუთების დაზიანება; ფიზიკური დაპირისპირება; ე.წ. კარუსელების იმიტაცია; ბიულეტენების მოპარვა, დაზიანება, ქუჩაში დაგდება და რომელიმე ნაცტელევიზიის მიერ მყისიერი გაშუქება; ფოტოების გავრცელება, სადაც #41-ის წრეა გაფერადებული, შემდეგ კი გადახაზული, რითაც ცრუ აღქმებს შექმნიან, რომ ხდება ხმის მიცემის დაძალება და ბევრი სხვა სისაძაგლე.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოწოდების სიმაღლეზეა ყველა დონეზე, სამართალდამცველები კანონდარღვევებს არ დაუშვებენ, ჩვენ ელექტორატმა არ უნდა გამოვიჩინოთ სოციალური სიზარმაცე, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და 41-ის გაფერადებით ხმა მივცეთ მშვიდობიან განვითარებას!“, – წერს გია აბაშიძე.