ალექსი გონჩარენკო საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
“ახლახან ჩამოვედი საქართველოში.
დელეგირებული ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი ხვალ დაგეგმილ არჩევნებზე. თავგადასავლები აეროპორტშივე დაიწყო.
აღმოჩნდა, რომ პასპორტის მქონე ყველა მამაკაცი დამატებით შემოწმებას ექვემდებარება. ჩვენ პასპორტის კონტროლზე სხვა მგზავრებზე მეტხანს გაგვაჩერეს”, – წერს ოლექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში.
კომენტარები