მარნეულის 74-ე საარჩევნო უბანზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე „ნაცმოძრაობის“ წევრი გიორგი მუმლაძე, თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.
სავარაუდოდ, გიორგი მუმლაძის თანმხლებმა პირმა საარჩევნო უბანზე ე.წ. ცრემლსადენი გაზი გაუშვა, რის შემდეგაც საარჩევნო კომისიის წევრები იძულებულები იყვნენ საარჩევნო უბანი დაეხურათ.
მოგვიანებით, „ქრონიკის“ კამერამ გადაიღო ის კაფსულა, საიდანაც გაზის გაშვება მოხდა. ის საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დატოვებული. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
კომენტარები