ჩვენ არანაირი გადაცდომა და ხარვეზი არ შეგვინიშნავს, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ნიკოდემ ბერნაჩიაკმა.
მან ელექტრონულ არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმის მიცემის ეს ფორმა ძალიან გამჭვირვალე და ინოვაციურია.
„ერთადერთი პრობლემა უკავშირდება ხმის მიცემის ახალ ფორმას, თუმცა კომისიის წარმომადგენლები კარგად ეხმარებიან ამომრჩევლებს და აცნობენ მათ ახალ ელექტრონულ სისტემას. ხმის მიცემის ეს ფორმა ძალიან გამჭვირვალე, ინოვაციური და სასარგებლოა ხალხისთვის“, – აღნიშნა ბერნაჩიაკმა.
კომენტარები