მარნეულის მეოთხე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა რაც ადგილზე გამოჩნდა საია-ს წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე. მათივე თქმით, მან მარკირებასთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვა კომისიის წევრების მისამართით, ისინი კი უმტკიცებდნენ, რომ კონკრეტულ ადამიანს მარკირების პროცედურა გავლილი ჰქონდა. სწორედ ამ დროს კომისიის წევრები და გოცირიძე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც ის საარჩევნო უბნიდან გავარდა, დაპირისპირებამ კი გარე პერიმეტრზე გადაინაცვლა.
სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ ვითარება განიმუხტა. კომისიის წევრების აზრით, სიტუაცია ხელოვნურად იყო გამწვავებული.
კომენტარები