გიორგი გამსახურდიამ არჩევნების შედეგები შეაფასა. ამ თემაზე მან გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„ამ გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი. ძალიან ბევრ ადამიანს პირადად შევხვდი, მათ შორის საპირისპირო პოლიტიკური ბანაკიდან და ბევრი ისეთი ადამიანი გადმოვიდა ისტორიის ნათელ მხარეზე, რომ სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ საერთო შედეგი გამარჯვება იქნებოდა.
პირველ რიგში, ხალხმა აირჩია მშვიდობა და არა ომი, სტაბილური განვითარება, ღირსებით სიარული ჩვენი ერთ-ერთი დიდი ისტორიული მიზნისკენ, რასაც ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა გამსახურდიამ.
კომენტარები