არჩევანი გაკეთდა საქართველოში მშვიდობის, განვითარების და პროგრესის სასარგებლოდ, რაც ძალიან მისასალმებელია, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ბიძინა გიორგობიანმა.
„ვულოცავ საქართველოს კიდევ ერთხელ, უკვე მეცხრედ, დამაჯერებელ გამარჯვებას იმ პარტიაზე, რომელსაც სურს საქართველოში ყოველთვის დესტაბილიზაცია, რევოლუცია. უკვე ნახეთ, რომ მას შემდეგ, რაც ცესკომ გამოაქვეყნა წინასწარი შედეგები, მათ უკვე თქვეს, რომ ჩვენ ამას არ ვაღიარებთ. ეს არის უკვე, სამწუხაროდ, ტრადიციად ქცეული რაღაც ისეთი სცენარი, რომელსაც მათთვისაც არ აქვს პერსპექტივა და საქართველოსაც გარკვეულწილად აზიანებს. ალბათ ეს არის რაღაც გარკვეულ პერიოდში არასტაბილურობის განცდა ქვეყნისთვის, თუმცა მათთვის ამას რაიმე პერსპექტივა, რა თქმა უნდა, არ აქვს“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.