არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის გაკეთებულია. 24 საათი ისტორიული გამარჯვებიდან – მმართველმა პარტიამ პოლიტიკური სანდოობის კუთხით მორიგი რეკორდი მოხსნა, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
მისივე თქმით, ამომრჩევლის უდიდესმა უმრავლესობამ ,,ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვის უფლება მეოთხედ მისცა.
„ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ჭარბი ნდობით მოსული ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ შექმნილი ,,ქართული ოცნება“ 2024 წელს ისევ უკონკურენტოა. არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით სპეკულაციებს წერტილი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა დაუსვეს, რაც ერთგვარი ცივი შხაპი აღმოჩნდა რადიკალებისთვის.
შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პირდაპირ ითქვა, რომ ხმის დათვლის პროცესმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. დამკვირვებლებმა იმედი გამოთქვეს, რომ გუშინ არჩეული ხელისუფლება ეფექტიანად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს და სწრაფი სვლით გააგრძელებს საქართველოს ევრინტეგრაციის პროცესს.
სადამკვირვებლო მისიების მიერ აღიარებული არჩევნები 2024 – ნახეთ მარიამ ოშხნელის რეპორტაჟში“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.