აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპის გაიმარჯვების შემთხვევაში, ის აშშ-ს ნატო-ში დატოვებს.
„ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში ვენსმა აღნიშნა, რომ ტრამპს სურს, ნატო იყოს ძლიერი.
„მას სურს, რომ ჩვენ დავრჩეთ ნატო-ში, მაგრამ ასევე სურს, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა ატარონ თავიანთი თავდაცვის ტვირთის ნაწილი“, – განაცხადა ვენსმა.
ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნების ვალდებულებებში დისბალანსია და ხაზგასმით გამოყო გერმანია.
„ნატო-ს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ განსაკუთრებით გერმანიამ მეტი უნდა დახარჯოს უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე“, – თქვა ვენსმა.
კომენტარები