ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი გააძლიერებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას რუსეთში ჩრდილოკორეული ჯარების განლაგების ფონზე.
„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ ჩრდილოკორეული ჯარები რუსეთში გაგზავნეს და რომ ჩრდილოკორეული ქვედანაყოფები განლაგებულია კურსკის ოლქში“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
„ეს არის მნიშვნელოვანი ესკალაცია, ეს არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მორიგი დარღვევა, ეს არის რუსეთის ომის სახიფათო გაფართოება“, – დასძინა მან.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები გააგრძელებენ თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინის მხარდაჭერას, რადგან უკრაინის უსაფრთხოება ალიანსის უსაფრთხოებაა.
კომენტარები