თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი უკრაინის ომის სწრაფად დასრულებას მისი „გაყინვით“ აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ტრამპის გუნდის გეგმების მიხედვით, კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს ავტონომიური და დემილიტარიზებული ზონების შექმნით საზღვრის ორივე მხარეს, თუმცა უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარეშე.
ევროპის ქვეყნებს სთავაზობენ სამშვიდობო პროცესის გარანტორისა და „ზედამხედველის“ როლის შესრულებას, ხოლო აშშ-ისა და ნატოს მონაწილეობა მინიმალური იქნება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპი და მისი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატი, ჯეი დი ვენსი არაერთხელ საუბრობდნენ უკრაინაში ომის დასრულების სურვილზე.
ტრამპის მოკავშირეები ამტკიცებენ, რომ უკრაინა ომს აგებს და, შესაბამისად, მორალურად სწორია კონფლიქტის მოგვარების მოთხოვნა.