რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით უკრაინის ქალაქები ხარკოვი და კრივი რიჰი დაბომბა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დაბომბვის შედეგად დაინგრა სახლებიც. ხარკოვის ოლქში, დაიბომბა ოსნოვიანსკის რაიონი. დარტყმა განხორციელდა კერძო სექტორზე, რის შედეგადაც ორი სახლი დაინგრა, 20-მდე კი დაზიანდა.
რაც შეეხება კრივი რიჰს, იქ დაბომბვისას დაზიანდა სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, დაიღუპა ერთი და დაშავდა თორმეტი ადამიანი.
კომენტარები