ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ომის დასრულების შემდეგ მას სურს სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევა კიდევ უფრო მეტ არაბულ ქვეყანასთან.
„ვისწრაფვი, განვაგრძო პროცესი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავიწყე, „აბრაამის შეთანხმებების“ გაფორმება და მშვიდობის მიღწევა კიდევ სხვა არაბულ ქვეყნებთან“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „აბრაამის შეთანხმებების“ ფარგლებში უკვე მიღწეულია ოთხი სამშვიდობო ხელშეკრულება ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვან ქვეყნებთან.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ეს და სხვა ქვეყნები ხედავენ, როგორ პასუხობს ისრაელი ირანის „ბოროტების ღერძის“ თავდასხმებს და აღფრთოვანებულნი არიან ისრაელის სიმტკიცითა და გამბედაობით.
კომენტარები