ეს არჩევნები ჩატარდა მაღალ დონეზე. ეს დაინახა, როგორც ოპოზიციის მხარდამჭერმა, ისე ჩვენმა მხარდამჭერმა, რაც მთავარია საერთაშორისო საზოგადოებამ, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციას გეგმა ჩაუვარდა.
„გასაგებია, რომ ეს გეგმა A არის ჩავარდნილი და გადასულები არიან გეგმა B-ზე, რომელიც აუცილებლად ჩავარდება თვითონაც იციან, მაგრამ ვერც ვერაფერს სთავაზობენ თავის პატრონებს. რაც შეეხება უცხოეთიდან ე.წ. გავლენიანი პირების ჩამოსვლას, კი ბატონო, მე მაგალითად მომხრე ვიქნები, რომ მიხაილ როთი ჩამოიყვანონ აქ და დაიყენონ სათავეში. სახე გახდეს ოპოზიციის და მერე ვნახოთ საზოგადოების რეაქცია როგორი იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭავარიანმა.
კომენტარები