კიდევ ერთი საბოტაჟის მცდელობა რადიკალებისგან. ორგანიზაცია „საქართველოს მომავლის აკადემიის“ ერთ-ერთი დამკვირვებელი ამბობს, რომ ადგილობრივ მონიტორებს რადიკალებთან კავშირში მყოფი არასამთავრობო სექტორისგან კონკრეტული დავალება ჰქონდათ.
როგორც „ქრონიკასთან“ დამკვირვებელი ამბობს, ეს ყველაფერი დაიწყო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგაზრდებს ტრენინგებს უტარებდნენ და მოუწოდებდნენ, რომ ხელი შეეშალათ ცესკო-ს თანამშრომლებისთვის და შესაძლებლობა ჰქონდათ საჩივრის ოქმები გამოეწერათ, თუ ბიულეტენზე გაფერადებული იქნებოდა 41.
ის ასევე ჰყვება წერილის შესახებ, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მხრიდან მიიღო და ამბობს, რომ წერილში წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს დამკვირვებლებს, არ მიიღონ ცესკო-ს მხრიდან ხმების გადათვლის პროცესში.
„ჩემი როლი იყო, რაც შეიძლება ბევრი საჩივარი მეწერა. კალამი და ფურცელი ხომ მოგეცითო, ჰოდა მიდით და წერეთ საჩივრები, ეგ ხომ კარგად გასწავლეთო. დანარჩენს მოდი აღარ დავაკვირდეთო“, – ამბობს დამკვირვებელი.