დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერ არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის ოპერაციები სიგიჟეა და უნდა შეწყდეს ამის წახალისება.
„ვფიქრობ, არასრულწლოვანთათვის სქესის შეცვლა, ქიმიურად თუ ქირურგიულად, სიგიჟეა. არ მჯერა, რომ ამას ვაკეთებთ. ნამდვილად არ მჯერა“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.
„მოზარდობა რთული პერიოდია, [ასეთ დროს] ჩვენ მოვუწოდებთ მათ საკუთარი თავის მიიღონ. ახლა კი ჩვენ გვყავს ავადმყოფები, რომლებიც, როდესაც მოზარდი პრობლემას ებრძვის, ეუბნებიან: არა, არ მიიღო საკუთარი თავი. წადი და ქირურგიულად შეცვალე შენი თავი“, – დასძინა დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა.
კომენტარები