ირანი თუ დაუშვებს შეცდომას და კვლავ განახორციელებს სარაკეტო თავდასხმას ისრაელზე, მივწვდებით ისეთ ადგილებში, სადაც ამ კვირას არ დაგვირტყამს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ირანის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში ისრაელი გამოიყენებს იმ შესაძლებლობებს, რაც ამჯერად არ გამოიყენა.
„ირანი თუ დაუშვებს შეცდომას და კვლავ განახორციელებს სარაკეტო თავდასხმას ისრაელზე, ჩვენ ვიცით, როგორ მივწვდეთ ირანს, მივწვდეთ ისეთი შესაძლებლობებითაც კი, რომლებიც ამჯერად არ გამოგვიყენებია და დავარტყათ ძალიან, ძალიან მძლავრად ადგილებს, რომლებიც ამჯერად გადავდეთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან შესაძლოა, დაგვჭირდეს ამის კვლავ გაკეთება“, – განაცხადა ჰალევიმ.
კომენტარები