სხედან და ფიქრობენ რა გააკეთონ. რატომ ატყუებენ ადამიანებს, მე მართლა ვერ ვხვდები. აქციაზე, რომ აცხადებენ, რომ გინდა თუ არა სიას ჩავხსნითო, ვერაფერს ვერ ჩახსნიან. იმიტომ კი არა რომ ამას ვინმე შეეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ამის კანონიერი საშუალება არ არსებობს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში ოპოზიციაზე საუბრისას.
მისი თქმით, ოპოზიციას ფინანსები არ აქვს და ამიტომ ახლა სხედან და ბჭობენ ვინ რამდენს გადაიხდის შემდეგი გეგმის განსახორციელებლად. კახა კახიშვილის განცხადებით, ოპოზიცია შეეცდება ახლად არჩეული პარლამენტის სხდომაზე პროვოკაციების მოწყობას.
„მე ვფიქრობ, რომ აქვთ გეგმა B. ძირითად აქცენტს გააკეთებენ პირველი სხდომის ჩასაშლელად. ისინი შეეცდებიან ამ აქციის დროს მაქსიმალურად რადიკალური ზომები მიიღონ. პროვოცირება მოახდინონ როგორც დეპუტატების, ისე პოლიციის. რამენაირად სურათი შექმნან, რომ რომელიმე მომიტინგე დაშავდა პოლიციის მოქმედების შედეგად, რათა შემდგომში უკვე დაიწყონ საუბარი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.