რატი ბრეგაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს გამოეხმაურა. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ევროინტეგრაციის მიზნით ყველა გონივრულ ნაბიჯს გადადგამს.
„ევროკავშირისკენ სავალი გზა, რა თქმა უნდა, არის წინაღობებით სავსე და ეს არ არის მარტივი. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ცხადი იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გადადგამს ყველა გონივრულ ნაბიჯს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის სურვილი სისრულეში იყოს მოყვანილი“, – აცხადებს მინისტრი.
ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა. შეფასების ანგარიში მოიცავს ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოების, თურქეთის, ასევე საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას შეფასებას.
კომენტარები