ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, გაფართოების ანგარიშში საქართველოს პროგრესი პოზიტიურად არის შეფასებული.
„თუ ვაფასებთ არჩევნებს, უნდა შევაფასოთ არჩევნები, საარჩევნო პროცესი და თუ იყო დარღვევები, რა უნდა გაკეთდეს შესაბამისი რეაგირებისთვის. თუ ვსაუბრობთ კანონებზე, მაშინ უნდა ვისაუბროთ კანონებზე და იმაზე, თუ რა გვაწუხებს ამ კანონებთან დაკავშირებით. რა არის პრობლემური გამჭვირვალობაში და არის გამჭვირვალობაში დემოკრატიის პრინციპებთან. რა არის ოჯახური ღირებულები და რატომ არის ოჯახური ღირებულებები შეუთავსებელი ევროპულ ფასეულობებთან. შეიძლება [ეს კანონი] არის კონსერვატიული, მაგრამ კონსერვატიული ფასეულობები ისეთივე ევროპული ფასეულობებია, როგორც ლიბერალური ფასეულობები. აქედან გამომიდინარე, მსგავსი წუხილები წარმოუდგენელია, როდესაც ამას წარმოაჩენენ ისე, თითქოს ეს წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ გზასთან“, – მიიჩნევს ბოჭორიშვილი.
ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა. შეფასების ანგარიში მოიცავს ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოების, თურქეთის, ასევე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შეფასებას.