უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი კიევს Mig-29 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს არ აწვდის, მიუხედავად იმისა, რომ მათ ნატოსთან ამის თაობაზე წინასწარ მოილაპარაკეს.
„ჩვენ ძალიან გვსურდა პოლონეთისგან Mig-ები მიგვეღო. მაგრამ ისინი ვერ გვაძლევდნენ, რადგან თავად არ ჰყოფნიდათ. ამიტომ ჩვენ მოვილაპარაკეთ ნატოსთან, რომ ისინი მათ პოლიციურ მისიას გამოუყოფდნენ, როგორც ეს ჩვენს ბალტიელ მეგობრებს გაუკეთეს… ჩვენ ამაზე შევთანხმდით. და რა მოხდა შემდეგ? გადმოგვცა პოლონეთმა თვითმფრინავები? არა. სხვა მიზეზი მოძებნა? დიახ“, – აღნიშნა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.
გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა პოლონეთს რუსული რაკეტების ჩამოგდებას სთხოვდა, რათა ლვოვის ოლქში მდებარე ქალაქ სტრიში გაზსაცავი დაეცვა.
„ქვეყანა, ჩვენი ცხოვრებაა დამოკიდებული ამ გაზსაცავზე. რა აკეთებენ პოლონელები? აგდებენ [რაკეტებს]? არა. პოლონელებმა თქვეს, რომ მზად არიან ჩამოაგდონ ისინი, თუ ამაში მარტო არ იქნებიან და მათ ნატო მხარს დაუჭერს“, – თქვა ზელენსკიმ.