ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს აფასებს. მისი განცხადებით, უსაფუძვლო ბრალდებები ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
„თუ ეს ძალიან მძიმე ბრალდებები არის უსაფუძვლო, მაშინ ამ ადამიანებმა უნდა გაგვცენ პასუხი, რას ემსახურება მათი უსაფუძვლო ბრალდებები, რომლებიც ცალსახად აზიანებს საქართველოს ინტერესებს. ეს კამპანია, რომელიც რეალურად მიმართულია იქეთ, რომ არჩევნები დააზიანოს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ნაბიჯის გადადგმას”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
კომენტარები