ოზურგეთის საარჩევნო კომისიის წევრის კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“ თამუნა შიოლაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ე.წ. სქრინებს „ქართული ოცნების” დეპუტატი გივი მიქანაძე „ქრონიკასთან” საუბრისას გამოეხმაურა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე შიგნიდან მათივე წარმომადგენლები აჟღერებენ ინფორმაციას, როდესაც ისინი ხედავენ ასეთ უსამართლობას და ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას, რომელიც, პირველ რიგში, აზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. საერთაშორისო დონეზე ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყნის რეპუტაციულ იმიჯს ზიანი მიაყენოს. ეს ადამიანები უკვე გამოდიან ამ სივრციდან და ისინი სიმართლის მხარეს დგებიან, ამბობენ იმ რეალობის შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა თუ როგორ აიძულებდნენ მათ რაღაც ნაბიჯები გადაედგათ, რაღაც გადაწყვეტილებები მიეღოთ.
ეს ერთ-ერთი კონკრეტული მხილებაა, თორემ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან ბევრია ასეთი“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.