ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მაგომედ მაგომაევს დამაჯარებელად, 13:4 სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში 29 ოქტომბერს დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს გელა ბოლქვაძე და ოთარ აბულაძე დაეუფლნენ.
კომენტარები