აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა, რომელსაც პანდის ფორმა ეცვა, თეთრ სახლში ჰელოუინის დღესასწაულს უმასპინძლეს და სტუმრებს ტკბილეული დაურიგეს.
თეთრ სახლში გამართულ ჰელოუინის ღონისძიებას Hallo-READ! ერქვა. პირველმა ლედიმ, რომელიც გამოცდილი პედაგოგია, ბავშვებს კითხვის წახალისების მიზნით წიგნები დაურიგა, მოგვიანებით კი ჰელოუნის კოსტიუმებში გამოწყობილ ბავშვებს მოკლე ზღაპრებიც წაუკითხა.
15 ოქტომბერს ვაშინგტონში ჩინეთიდან ორი გიგანტური პანდა ჩამოიყვანეს, რომლებიც აშშ-ის ეროვნულ ზოოპარკში იმყოფებიან. ჯილ ბაიდენმა პანდას კოსტიუმი „მისასალმებელი ჟესტის“ ნიშნად ჩაიცვა, როგორც ამას თეთრი სახლში აცხადებენ.
დღის განმავლობაში თეთრი სახლის კარი დაახლოებით 8 000 ადამიანისთვის გაიხსნა, მათ შორის მოსწავლეებისა და სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის.