სერბეთის ჩრდილოეთით, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ორი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მაშველებმა ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ორ ადამიანთან კონტაქტზე გასვლა შეძლეს.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
კომენტარები