ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება დონალდ ტრამპის კონკრეტული ქმედებები, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„გუშინ ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს. კარგი, პროდუქტიული საუბარი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება მისი კონკრეტული ქმედებები. მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკა გაძლიერდება. სწორედ ასეთი ამერიკა სჭირდება ევროპას. და ამერიკას სჭირდება ძლიერი ევროპა. ეს არის კავშირი მოკავშირეებს შორის, რომელიც უნდა დაფასდეს და არ დაიკარგოს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კომენტარები