მამუკა ხაზარაძის მიმართ, როდესაც ზუსტად ისეთივე თითიდან გამოწოვილი ბრალდებით უპირებდნენ ციხეში ჩასმას, როგორითაც მე ვარ ახლა პატიმრობაში , – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რითაც კოალიცია„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება შეაფასა.
როგორც სააკაშვილი წერს, ის ეთანხმება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას მოსაზრებას, რომ ძალა ერთობაში უნდა იყოს.
“მე კარგად მახსოვს, როგორ იდგა აქციაზე მამუკა ხაზარაძე ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით 2021-ში. მეც სოლიდარული ვიყავი მის მიმართ, როდესაც ზუსტად ისეთივე თითიდან გამოწოვილი ბრალდებით უპირებდნენ ციხეში ჩასმას, როგორითაც მე ვარ ახლა პატიმრობაში.
ვეთანხმები თიკას [თინა ბოკუჩავა] , რომ ძალა ერთობაშია!“, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე გუშინ, გამოკითხვის შემდეგ განაცხადა: „აქ ორი სტანდარტია, როდესაც პატიმარი მიხელ სააკაშვილი გამოდის და საათ-ნახევარი აქვს საშუალება ისაუბროს ყველა თემაზე, მეორე ოთახში, თურმე მე და სხვას არ აქვს საშუალება, რომ ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც ქვეყანას აწუხებს (არჩევნებთან დაკავშირებით, მე სხვა თემებს არ შევხებივარ)