საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი უკრაინაში ჩავიდა.
„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევში მეხუთედ ვიმყოფები და უკანასკნელად, როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ჩემი მანდატის განმავლობაში პრიორიტეტი იყო და იგი ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში დარჩება“, – დაწერა ბორელმა.
კომენტარები