ოდესაზე ღამით რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშები განხორციელდა.
საქალაქო საბჭოს ცნობით, მნიშვნელოვნად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, კერძო სექტორი, ადმინისტრაციული დაწესებულებები და სატრანსპორტო საშუალებები.
ოდესის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ ფილატოვის განცხადებით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამასთან, 8 ნოემბერს რუსეთის მიერ სუმის ოლქის დაბომბვას რვა ადამიანი ემსხვერპლა. რუსულმა ძალებმა გამოიყენეს ბალისტიკური რაკეტები, საავიაციო ბომბები, არტილერია და დრონები. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი, კერძო სახლები, კომერციული ობიექტები, სასწავლებელი და ავტომობილები.
კომენტარები