აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის დახმარების პირობა მისცა. ინფორმაციას Axios-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე წყაროს ცნობით, სატელეფონო აუდიენციას ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკიც შეუერთდა, რომელიც, თავის მხრივ, უკრაინას „სტარ ლინკის“ სატელიტებით დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა.
პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ზელენსკიმ პოზიტიურად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ მათი სატელეფონო საუბარი ასე მალე შედგა.
კომენტარები