ჩანს, რომ რადიკალურ ოპოზიციას უჭირს და ეხლა ემიგრანტები „გაიყვანეს საქმეში.“ ისევე როგორც რადიკალური ოპოზიციის, ასევე „მათი ემიგრანტების“ შეტევის მთავარი ობიექტი გახდა უკვე ცესკო. მიზეზის ახსნა მარტივია – ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა ცესკოს მიერ არჩევნების ადმინისტრირება შეაფასა ცალსახად დადებითად. შესაბამისად რადიკალური ოპოზიციის მიზანია, როგორმე დასავლეთში ეს აღქმები გააქარწყლონ, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსის შეფასებით, ცესკო წარმატებით უმკლავდება საინფორმაციო თუ სხვა სახის შემოტევებს დესტრუქციული ჯგუფებისგან. მისივე თქმით, მათი მყისიერი რეაგირება დეზინფორმაციაზე, არის საუკეთესო წამალი იმისათვის, რომ დეზინფორმაცია ჩანასახშივე მოკვდეს.
„აშკარად ჩანს, მათ შორის გაზომვადი ინდიკატორებით, რომ რადიკალურ ოპოზიციას უჭირს და ეხლა ემიგრანტები (95,000 რეგისტრირებულიდან რომ მხოლოდ 34,000 მისცა ხმა) “გაიყვანეს საქმეში.” ნაც-ემიგრანტები(ასე დავარქმევდი) თუთიყუშებივით იმეორებენ აქაური ოპოზიციიდან გაგზავნილ საზეპიროებს.
ისევე როგორც რადიკალური ოპოზიციის, ასევე “მათი ემიგრანტების” შეტევის მთავარი ობიექტი გახდა უკვე ცესკო. მიზეზის ახსნა მარტივია – პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა ცესკოს მიერ არჩევნების ადმინისტრირება შეაფასა ცალსახად დადებითად. შესაბამისად რადიკალური ოპოზიციის მიზანია, როგორმე დასავლეთში ეს აღქმები გააქარწყლონ.
არ ვიცი ჰყავთ თუ არა ცესკოში კრიზის-მენეჯერები, მაგრამ ჯერჯერობით, რასაც ვხედავ მე და ალბათ სხვებიც, ისინი წარმატებით უმკლავდებიან საინფორმაციო თუ სხვა სახის შემოტევებს დესტრუქციული ჯგუფებისგან, იქნება ეს პარტიები, ენჯეოები თუ ემიგრანტები.
ცესკოს მყისიერი რეაგირება დეზინფორმაციაზე, არის საუკეთესო წამალი იმისათვის, რომ დეზინფორმაცია ჩანასახშივე მოკვდეს“-წერს ზაალ ანჯაფარიძე.