რუსეთ-უკრაინის ომის გაყინვის მიზნით აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შესაძლოა, 1 200 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნის ინიციატივით გამოვიდეს და მისი დაცვისთვის ევროპელი და ბრიტანელი სამხედროები მოიწვიოს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გეგმის დეტალები მას შემდეგ გახმაურდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთი გააფრთხილა, რომ მშვიდობის დამყარებისთვის რუსეთთან ნებისმიერ გარიგება, ევროპისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა.
ამასთან გამოცემა აღნიშნავს, რომ ბუფერული ზონის შესახებ სამშვიდობო გეგმა ერთ-ერთია იმ გეგმებს შორის, რომელზეც დონალდ ტრამპი ინაუგურაციამდე დაიწყებს მუშაობას.
კომენტარები