არასრული 3 წლის განმავლობაში სისტემური წესით აიზომა და დარეგისტრირდა იმდენივე მიწა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის განმავლობაში, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი საფიქრალი არის ადამიანი და მისი კეთილდღეობა. ამ სიტყვების კიდევ ერთი ნათელი დასტურია პრემიერის, ბატონი ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პროექტის ერთი წლით გაგრძელების შესახებ“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდა. მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთები.
კომენტარები