გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა კი ამის მაგალითია.
გერმანიის საელჩოს ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიცია სათავისოდ იყენებს და რევოლუციის მოწოდებად იგებს. რას ნიშნავს მშვიდობიანი რევოლუცია? ამ კითხვით „ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოს მიმართა. საელჩოში აღნიშნეს, რომ პოსტი ეხება ბერლინის კედლის დაცემას და ნებისმიერი სხვა ინტერპრეტაცია არის მცდარი.
როგორც ჟურნალისტებთან ნიკა გვარამიამ განმარტა, პოსტი იყო „გერმანიის გაერთიანებაზე და ბერლინის კედლის დამხობაზე, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო და ადგილი“.
„შემთხვევით ფოთოლი არ ვარდება ხიდან“, – განაცხადა გვარამიამ.
კომენტარები