ყაზახეთში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის კატასტროფას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ვერტმფრენი ყაზახეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ეკუთვნოდა. ავარიის მომენტში მის ბორტზე 3 ადამიანი იმყოფებოდა.
დაშავებულები ქალაქ აქტობეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით. კატასტროფის მიზეზი – საფრენი აპარატის ტექნიკური გაუმართაობაა.
კომენტარები