ისრაელის ავიაიერიშს სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.
ისრაელის სამხედრო ავიაციამ დამასკოს გარეუბანში საიდა ზეინაბის ზონა დაბომბა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საცხოვრებელი სახლი ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ეკუთვნოდა და აღნიშნული ტერიტორია ირანის მომხრე ჯგუფების დასაყრდენია.
კომენტარები