ეს ყველაფერი უკავშირდება გარკვეულ პოლიტიკურ ვაჭრობას და არა რეალობას. როცა დაინახეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, ახლა დაიწყეს ვაჭრობა ამ კანონებთან დაკავშირებით, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ევროპელი ლიდერების ულტიმატუმს, რომ გაუქმდეს ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონები.
„თუკი ჩვენთან საგნობრივ დისკუსიაში შემოვლენ და გვეტყვიან რატომ არის ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული მოვლენა – ჯერ ეს უნდა აგვიხსნან კარგად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ასეთ ულტიმატუმ-ვაჭრობაში არ შევდივართ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კომენტარები