რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა მოლდოველების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, – ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაი პოპშოიმ განაცხადა.
მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსული დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა დაგმო.
„დღეს მოლდოვაში ორი რუსული დრონი ჩამოვარდა, რამაც საფრთხე შეუქმნა მოლდოველების სიცოცხლეს და დაარღვია ჩვენი საჰაერო სივრცე. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ამ აგრესიულ შემოჭრებს და ვიმეორებთ, ვგმობთ რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, – დაწერა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში.
კომენტარები