რუსეთმა კურსკის ოლქში 50 000 ჯარისკაცს მოუყარა თავი და უახლოეს დღეებში მასშტაბურ შეტევას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The New York Times-ი ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის ახალი შეფასების თანახმად, რუსეთმა ძალები, მათ შორის ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები, ისე შეაგროვა, რომ არ მოუწია თავისი ჯარისკაცების გაყვანა უკრაინის აღმოსავლეთიდან.
უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში ელოდებიან თავდასხმას ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების მონაწილეობით.
შეერთებული შტატების სამხედრო და დაზვერვის ზოგიერთი წარმომადგენელი პესიმისტურად განწყობილია უკრაინის პერსპექტივების მიმართ და აღნიშნავს, რომ რუსეთი სტაბილურად იკავებს პოზიციებს, როგორც კურსკში, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში.
ერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უკრაინის მოულოდნელმა შეჭრამ კურსკში მისი ძალები შეასუსტა აღმოსავლეთ უკრაინის ბრძოლის ველზე.