დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანული ჯარების უკრაინაში გაგზავნა დაუშვა, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კიევისთვის დახმარების გაწევას შეწყვეტს.
ბორის ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს თამაშობს რუსეთის მხრიდან ევროპის ქვეყნებისთვის საფრთხის თავიდან აცილებაში.
მისი თქმით, თუ უკრაინა დაეცემა, ეს გამოიწვევს „კიდევ უფრო დიდ საფრთხეს ჩვენს საზღვრებზე, ევროპის კონტინენტის საზღვრებზე“.
„ამას იმ ხალხისთვის ვამბობ, ვინც ფიქრობს, რატომ ვუჭერთ მხარს უკრაინელებს? რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას ნამდვილად ძირს გამოუთხრის აღორძინებული რუსეთი, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპის სხვადასხვა ნაწილს“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
მისი თქმით, უკრაინაში ბრიტანული ჯარების გაგზავნა იქნება „გონივრული ინვესტიცია“.