აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ის მოუთმენლად ელის იანვარში ხელისუფლების შეუფერხებელ გადაცემას.
ჯო ბაიდენმა მიულოცა დონალდ ტრამპს 5 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, – განუცხადა ბაიდენმა ტრამპს.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „პოლიტიკა ხისტი საქმეა და ხშირ შემთხვევაში არც თუ ისე ლამაზი სამყაროა, მაგრამ დღეს ეს მშვენიერი სამყაროა და მე ამას ძალიან ვაფასებ“.
კომენტარები