„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ პარტიული სიების ჩახსნის შესახებ განცხადებებს სისულელეს უწოდებს.
„ჩვეულებრივი სისულელეა განცხადებები, რაც ჩვენ ვნახეთ კონკრეტული პარტიების მონაწილეობით. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია. თუ მართლა პარლამენტში არშესვლა უნდა და სიების ჩახსნა, შეიკრიბება პარლამენტი და ამის შემდეგ ჩვეულებრივად, არ შევიდნენ და მერე თუ უნდათ, სიები ჩახსნან და რაც უნდათ, ის გააკეთონ. მაგრამ ახლა რომ იციან, რომ შეუძლებელია, ამის გაჟღერება არის იმ ბინძური პოლიტიკის და სიცრუის ნაწილი, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები