პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ საპარლამენტო სიების ჩახსნასთან დაკავშირებულ განცხადებებს სპეკულაციად აფასებს. იგი კანონით გაწერილ შესაბამის წესსაც განმარტავს.
„ოპოზიცია თავის ჩვეულ სპეკულაციას მიმართავს. ყველამ ვიცით და კანონიც ძალიან დეტალურად არის გაწერილი, რომ არჩევნების დღიდან მოყოლებული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მომენტამდე ვერანაირად ვერც სიებს ვერ ჩახსნიან და ვერც მანდატებზე ვერ იტყვიან უარს. კანონითვე არის გაწერილი, რომ პარლამენტის უფლებამოსილება ცნობილი იქნება 76 დეპუტატით“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
კომენტარები