დღეიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო, – განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
„აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება და მისი მიზანია მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის, ასევე სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის და სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. აღწერაში მონაწილეობა სავალდებულოა და ის რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით. აღწერას ექვემდებარება საქართველოში მუდმივად მცხოვრები ყველა საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში მათი ყოფნის ხანგრძლივობისა“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
კომენტარები