რუსულმა ჯარმა უკრაინის ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ კუპიანსკის თავდაცვის ხაზი გაარღვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსები ქალაქში ორი ჯგუფით, ჯავშანტრანსპორტიორებით შევიდნენ. მათ კუპიანსკში დისლოცირებულ უკრაინულ არმიასთან ბრძოლაში შესვლა მოუწიათ.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ბრძოლების შედეგად რუსი ჯარისკაცების უმრავლესობა განადგურდა, ხოლო ნაწილი გაიქცა. გარდა ამისა, რუსები დონეცკის ოლქში მდებარე დასახლება ილინკაშიც შევიდნენ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის არმიას კუპიანსკი ოკუპირებული ჰქონდა 2022 წლის თებერვლიდან, თუმცა იმავე წელს, სექტემბერში უკრაინულმა არმიამ ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა.
კომენტარები