ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებს ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი. მისი თქმით, გამოჩნდა, რომ ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიულს უწოდებს.
„გუშინ კიდევ არაერთხელ მოვისმინეთ, ვერ ვიტყოდი მარტო მხარდამჭერი დეპუტატებისგან, არამედ ძალიან ღირსეული, წესიერი ადამიანებისაგან, რომ გარდა იმისა, ისინი აღიარებდნენ, რომ საქართველოში არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდა, ისინი ასევე ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიამ ძალიან ზედმეტი გააკეთა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით და ეს ყოვლად მიუღებელია. მათ იციან, რომ ასეთი შიდა საქმეებში ჩარევები და სუვერენიტეტზე შეხებები მათ ქვეყნებსაც გავლილი აქვთ და მაინცდამაინც არ მოსწონთ“, – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.