რასაც ახლა აკეთებენ, რაც თავში უდევთ და რაც აქვთ დაგეგმილი, ამით კიდევ უფრო ნათლად დაინახავს თავიანთი ამომრჩეველი თუ ვისთან ჰქონდათ წლების განმავლობაში საქმე, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ რადიკალური ოპოზიციის მიერ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ სახელისუფლებო გუნდი ყველაფერს გააკეთებს კონსტიტუციის ფარგლებში და როგორც არის გაწერილი რეგლამენტით.
„რაც შეეხება ამ მოქმედებების შეფასებას, რასაც ვხედავთ მათი მხრიდან ეს დღეებია, ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით არჩევნებამდეც, რომ ესენი მიყვებიან რაღაც კონკრეტულ სცენარს, კონკრეტულ სცენარებს ასეც შეიძლება ითქვას. აბსოლუტურად ყველაფერს, თითოეულ მათ ნაბიჯს, მცდელობას ყოველ შემთხვევაში, ამ დესტრუქციის მოწყობის, შემდეგ ამ შეკრებების, დაშლების, ამ ხალხის, ასე ვთქვათ, ტარების წინ და უკან, თავიანთი ამომრჩევლის კიდევ ერთხელ სიცრუეში შეყვანას თავხედურად, უხეშად, უტიფრად, ამას ყველაფერს ვაანონსებდით, რომ ეს ასე იქნებოდა.
რაც შეეხება მათ სცენარს და მოლოდინებს, ეს სცენარი, ეს სერიალი უკვე ნანახი გვაქვს. ახლა არის უბრალოდ ამის მეორე სეზონი, დაიწყო 2020 წლის შემდეგ, ბევრად უნიჭო, უკვე ნანახი ერთხელ. თავიანთი ამომრჩეველიც ხედავს ამ ყველაფერს. რაც შეეხება დესტრუქციას, მცდელობებს დესტრუქციის, როგორც წინასაარჩევნოდ იყო, ეს ხომ მათი სახეა. ზოგადად, ეს ხომ ლიბერალური ფაშიზმის ქოლგის ქვეშ, ყველა გამოვლინება ხომ მათი საქმეა. ეს ხომ მათი სახეა და რა თქმა უნდა, შეეცდებიან მაქსიმალურს, ცდილობენ ახლაც. რა გამოდის, რამხელა მხარდაჭერა აქვთ საზოგადოებაში, უკვე ქუჩაში, ამას ხომ ყველა ვხედავთ. თავიანთი ამომრჩეველიც კარგად ხედავს და დამერწმუნეთ, უკვე მერამდენეჯერ აყენებენ შეურაცხყოფას თავისივე ამომრჩეველს. უკვე მერამდენეჯერ შეჰყავთ შეცდომაში. უკვე მერამდენეჯერ ცდილობენ, რომ აცხოვრონ სიცრუეში. ამ ყველაფერს თავიანთი ამომრჩეველიც ძალიან კარგად ხედავს. დარწმუნებული ვარ, ამ ქმედებებით, რასაც ახლა აკეთებენ, რაც თავში უდევთ და რაც აქვთ დაგეგმილი, კიდევ უფრო ნათლად დაინახავს ის თავიანთი ამომრჩეველი თუ ვისთან ჰქონდათ ამ წლების განმავლობაში საქმე. მათი სცენარი, რას აკეთებენ, შესვლა არ შემოსვლა და ა.შ. ეს ფილმი ნანახია და ნახა მათმავე ამომრჩეველმაც და ნახა საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა. ასე, რომ ჩვენთვის ეს არის ნაკლებად საინტერესო. გამოქვეყნდება შემაჯამებელი ოქმი, მივყვებით ყველაფერს კონსტიტუციის ფარგლებში და როგორც არის გაწერილი რეგლამენტით თუ კონსტიტუციით“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.