თბილისის საშობაო ბაზრობაში მონაწილეობის მსურველთათვის, რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
„ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად წელსაც ამოქმედდება თბილისის საშობაო ბაზარი, რომელიც 13 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით გასტანს.
საშობაო ბაზარზე რეგისტრაციის მსურველთა განაცხადების მიღება 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება“, – აცხადებენ მერიაში.
კომენტარები