ლიმას აეროპორტში დააკავეს კორეელი კაცი, რომელსაც სხეულზე 320 ტარანტული, 110 ტუჩფეხიანები და ცხრა მსხვილი ტროპიკული ჭიანჭველა ჰქონდა მიმაგრებული, – იუწყება China Daily.
ტარანტულები, ტუჩფეხიანები და მსხვილი ტროპიკული ჭიანჭველები მას ჩამალული ჰქონდა ქამარში. 28 წლის მამაკაცი სამხრეთ კორეაში გამგზავრებას აპირებდა.
აეროპორტის დაცვამ მისი შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეამჩნია, რომ მამაკაცს უჩვეულოდ დიდი მუცელი ჰქონდა. არსებობს ეჭვი, რომ ეს სახეობები უკანონო ვაჭრობას ექვემდებარება, რომელსაც ბაზრისთვის მილიონობით შემოსავალი მოაქვს.
კომენტარები